- საწყისი ფაილი შექმნა
საწყისი ფაილი შეიცავს კოდს, რომელიც დაწერილია ჯავა დაპროგრამების ენაზე და გასაგებია შენთვის და სხვა პროგრამისტებისათვის. ამისათვის შეგიძლია ნებისმიერი ტექსტური რედაქტორის გამოყენება (ამ შემთხვევაში მე ვიყენებ gedit-ს). - საწყისი ფაილის კომპილაცია
ჯავა კომპილერი (javac) იღებს საწყის ფაილს და თარგმნის მის ტექსტს ინსტრუქციებად, რომლის გაგებაც ჯავას ვირტუალურ მანქანას (ჯვმ) შეუძლია. ეს ინსტრუქციები, რომელიც მოთავსებულია .class ფაილში, ცნობილია როგორც ბაიტკოდები (bytecodes). - პროგრამის გაშვება
ჯავა აპლიკაციის გამშვები (java), იყენებს ჯვმ-ს რომ გაუშვას თქვენი პროგრამა.
/**
* HelloWorld კლასი არის იარაღი აპლიკაციისათვის,
* რომელიც უბრალოდ ბეჭდავს ტექსტს: "Hello World!"
*/
class HelloWorld {
public static void main(String[] args) {
System.out.println("Hello World!"); // აჩვენე სტიქონი
}
}
* HelloWorld კლასი არის იარაღი აპლიკაციისათვის,
* რომელიც უბრალოდ ბეჭდავს ტექსტს: "Hello World!"
*/
class HelloWorld {
public static void main(String[] args) {
System.out.println("Hello World!"); // აჩვენე სტიქონი
}
}
შეინახე ეს კოდი შემდეგი სახელით: "HelloWorld.java" თქვენთვის სასურველ დირექტორიაში.
2. კომპილაციისათვის ვხსნით ტერმინალს იმ დირექტორიაში, რომელშიც შენახულია HelloWorld.java ფაილი.
ვუშვებთ ბრძანებას "javac HelloWorld.java"
კომპილერი დააგენერირებს "HelloWorld.class" ბაიტკოდ ფაილს. ახლა უკვე გვაქვს კლას ფაილი, რომელიც გაუშვებს პროგრამას.
3. ვუშვებთ ბრძანებას "java HelloWorld", რომელიც გამოიტანს ტექსტს: "Hello World!"
ჩვენი პირველი პროგრამა მუშაობს!
No comments:
Post a Comment