Thursday, May 8, 2014

"Hello World" - ანალიზი

ჩვენ უკვე გვაქვს პირველი "Hello World!" პროგრამა. ის მუშაობს. საინტერესოა, როგორ? აქ კიდევ ერთხელ ვხედავთ ჩვენი პროგრამის კოდს:
/**
 * HelloWorld კლასი არის იარაღი აპლიკაციისათვის,
 * რომელიც უბრალოდ ბეჭდავს ტექსტს: "Hello World!"
 */
class HelloWorld {
public static void main(String[] args) {
System.out.println("Hello World!"); // აჩვენე სტიქონი
}
}

როგორც ვხედავთ, ის შედგება რომდენიმე კომპონენტისგან:
საწყისი კოდის კომენტარები, HelloWorld კლასის განსაზღვრა და main მეთოდი. შემდეგი განმარტება კოდის გარკვეულ გაგებას მოგცემს. თუმცა სიღრმისეული გაგება ნელნელა მოვა.

საწყისი კოდის კომენტარები:
ჩვენს დაწერილ კოდში, ღია ლურჯი და მწვანე ფერის ტექსტი არის კომენტარი.
კომპილერი იგნორირებას უკეთებს კომენტარებს, მაგრამ ის გამოსადეგია სხვა პროგრამისტებისთვის. ჯავა პროგრამირების ენას სამი სახის კომენტარის მხარდაჭერა აქვს:
/* ტექსტი */
კომპილერი უგულებელყოფს ყველაფერს /*-დან */-მდე.
/** დოკუმენტაცია */
ეს მიუთითებს დოკუმენტაცის კომენტარზე (doc comment). კომპილერი ამ ტიპის კომენტრარსაც უგულებელყოფს.
// ტექსტი
კომპილერი უგულებელყოფს ყველაფერს //-დან სტრიქონის ბოლომდე.

HelloWorld კლასის განსაზღვრა:
class HelloWorld {...}
ზემოთ მოცემული სტრიქონი იწყება კლასის განსაზღვრებით "Hello World!" აპლიკაციისათვის. კლასის განსაზღვრის ძირითადი ფორმა არის შემდეგი:
class HelloWorld { ... }
საკვანძო სიტყვა class იწყებს კლასის, სახელად 'HelloWorld', განსაზღვრას და კოდი თითოეული თითოეული კლასისათვის  იწერება ტალღისებურ ფრჩხილებს შორის, რომელიც ზემოთ გამუქებულია.

main მეთოდი
public static void main(String[] args) {...}
ზემოთ მოცემული სტრიქონი განსაზღვრავს main მეთოდს.
თითოეული პროგრამა, რომელიც დაწერილია ჯავა პროგრამირების ენით, აუცილებლად უნდა შეიცავდეს main მეთოდს, რომელიც ზუსტად ასე გამოიყურება:
                          public static void main(String[] args)
ეს არის პროგრამის საწყისი წერტილი და ის იძახებს სხვა ყველა მეთოდს, რომელიც მოთხოვნილია პროგრამის მიერ.
main მეთოდი იღებს მხოლოდ ერთ არგუმენტს: String ტიპის ელემენტების მასივს (String[] args).
ეს მასივი არის მექანიზმი, რომლითაც გამშვები სისტემა აწვდის ინფორმაციას პროგრამას. მაგალითად:
               java ჩემიპროგრამა arg1 arg 2
მასივის თითოეულ რიგს ქვია ბრძანების ველის არგუმენტი. ბრძანების ველის არგუმენტები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გავკენა მოახდინოს აპლიკაციის მუშაობაზე მისი ხელახალი კომპილაციის გარეშე. მაგალითად, დამხარისხებელმა აპლიკაციამ შეიძლება მომხმარებელს მისცეს საშუალება, დაახარისხოს ინფორმაცია კლებადობის მიხედვით, ბრძანების ველის არგუმენტის დახმარებით:
                 -descending
"Hell World!" აპლიკაცია იგნორირებას უკეთებს თავის ბრძანების ველის არგუმენტებს, მაგრამ ასეთი არგუმენტები არსებობს.
და ბოლო სტრიქონი:
                System.out.println("Hello World!");
ის იყენებს System კლასს ძირითადი ბიბლიოთეკიდან, რომ დაბეჭდოს "Hello World!" შეტყობინება სტანდარტულ შედეგად.

No comments:

Post a Comment

Print